ვიზიტი ბათუმის 28-ე და ხალას საჯარო სკოლების აგროკლუბებსა და მათ სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურებში
 15/05/2024

 

15 მაისს  ბათუმის 28-ე საჯაროს სკოლის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლის აგროკლუბებსა და მათ სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურებში მიმდინარე პროცესებს "მომავლის ფერმერის" ორგანიზებით აშშ-დან მოწვეული ექსპერტი, ექსტენციის სპეციალისტი ლიზა ლოქსმანი ბსუ-ს აგრარული ექსტენციის გუნდთან ერთად ესტუმრა. სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს მათ მიერ სათბურში ჩატარებული პრაქტიკული საქმიანობის და მიღებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში ამერიკელ ექსპერტთან ერთად მოსწავლეებმა აგროკლუბების სამომავლო გეგმებსა და მდგრადობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

აღნიშნული სათბურები მოეწყო აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით აგრარული ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მომავლის ფერმერი“ ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ეგიდით.

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე Facebook.com