ბსუ-ს სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურის მშენებლობის პროცესის გაცნობა
 14/05/2024


14 მაისს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და  „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენლები აშშ-დან მოწვეულ ექსპერტთან, ექსტენციის სპეციალისტ ლიზა ლოქსმანთან ერთად ბსუ-ს სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. აღნიშნული სათბურის მოწყობას აფინანსებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) კლიმატგონივრული აგრარული ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მომავლის ფერმერი“ ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ეგიდით.

სათბური იქნება აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით და ინვენტარით, რომელსაც გარდა სასწავლო დანიშნულებისა, ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც. სათბურში გამოიცდება ახალი ჯიშები, ახალი მეთოდები. გამოყვანილი ჩითილები და ნერგები კი გადაეცემა აჭარის სკოლის აგროკლუბებს და დაინტერესებულ ფერმერებს. სათბური ასევე მოიყვანს თანამედროვე ჯიშის ბოსტნეულს, რომელსაც უნივერსიტეტი თავად შეისყიდის კაფეტერიისთვის, მიღებული თანხით კი გაიცემა სათბურში დასაქმებული სტუდენტებისთვის პრემიები.

სათბური ასევე იმუშავებს კერძო სექტორთან სიახლეების და ინფორმაციების გაცვლის და გაზიარების მიმართულებით.

სათბურის გახსნა იგეგმება ივნისში.

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე Facebook