აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომა
 13/05/2024

ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრში აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს მეორე სხდომა ჩატარდა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები, იმსჯელეს აგრარული ექსტენციის ცენტრის აქტივობებსა და საბჭოს ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო რეკომენდაციებზე.

აგრარული ექსტენციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად შერჩეულია ექსტენციასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო რგოლი, მათ შორის:  ბსუ და უნივერსიტეტის ექსტენციის ცენტრი, აჭარის სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროები, კერძო ექსტენციონისტები და სხვა თემატური ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსტენციის სერვისების დახვეწაში.

აღნიშნული აქტივობა ხორციელდება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის USDA-ს აგრარული ექსტენციის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს "მომავლის ფერმერი".

ფოტოები სრულად იხილეთ ბმულზე Facebook