კონკურსი ბსუ-ს სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურის სახელწოდებაზე
 21/05/2024

ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი აცხადებს კონკურსს სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურის სახელწოდებაზე.

სახელწოდება უნდა ასახავდეს სათბურის მიზანს და დანიშნულებას; უნდა იყოს ინოვაციებთან და ტექნოლოგიებთან, ასევე, აგრარული დარგების და უნარების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული.

კონკურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 27 მაისი.

შემოსულ იდეებს განიხილავს სპეციალურად მოწვეული ჟიური.

გამარჯვებული გამოვლინდება 30 მაისს.

გამარჯვებულ კონკურსანტს გადაეცემა სპეციალური პრიზი, ასევე, სათბურის გახსნის ცერემონიაზე იქნება მოწვეული და დაჯილდოვდება სიგელით.

განაცხადები მოგვაწოდეთ ელფოსტაზე: info@fof.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 596494494