"მომავლის ფერმერი" აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მხარდაჭერით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში აცხადებს განაცხადების მიღებას გურიის და სამეგრელოს რეგიონების საჯარო სკოლებში აგროკლუბების ჩამოყალიბების მიზნით.
სასკოლო აგროკლუბი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია მოსწავლეთა ინიციატივების აღმოჩენა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მათი უნარების განვითარება; მოსწავლეთა ინიციატივების კვლევების სახით განხორციელება; სხვადასხვა აქტივობების ინიცირება და ორგანიზება, რის შედეგადაც მოაწავლეებს უვითარდებათ საპრეზენტაციო უნარები, ახდენენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადაპტირებას და უფრო მქნილი ხდება სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა.
აგროკლუბი უნდა ჩამოყალიბდეს სკოლის მოსწავლეების საინიციატივო ჯგუფის მიერ.
აგროკლუბის წევრების ასაკი (13-17 წელი).
განაცხადის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• სკოლა უნდა მდებარეობდეს გურიის ან სამეგრელოს რეგიონში;
• ინიციატორი მოსწავლეები უნდა იყვნენ დაინტერესებული აგრარული მიმართულებებით;
• სკოლას უნდა გააჩნდეს საკუთარი მიწის ნაკვეთი;
• უპირატესობა მიენიჭება სოფლის სკოლების მიერ წარდგენილ აპლიკაციებს.
აგროკლუბები უნდა ჩამოყალიბდეს მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე. აპლიკანტებს კლუბების ჩამოყალიბების და შესაძლებლობების გაძლიერების სხვადასხვა ეტაპზე დაეხმარება ზემოთ აღნიშნული პროექტი. აგროკლუბის წევრები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რეგიონულ და ეროვნულ აქტივობებში.
განაცხადები მიიღება მიდინარე წლის 15 ივნისამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: info@fof.edu.ge
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/VAEvvUvmEf4GfTqq8