21 მაისს ქუბულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას სკოლაში გაიმართა სკოლის აგროკლუბის მოსწავლეების მიერ სასწავლო-სადემონსტრაციო სათბურში გამოყვანილი ბოსტნეულის ჩითილების გამოფენა-გაყიდვა. სკოლას სტუმრობდნენ ხალას და მეზობელი სოფლების მოსახლეობა. სკოლის მოსწავლეებმა სრულად გაყიდეს ჩითილები. მიღებული შემოსავლით კი დამატებით ჩითილების გამოყვანისთვის საჭირო მასალების შესყიდვა დაგეგმეს.
სათბური ფუნქციონირებს კონკურს „ჭკვიანი ფერმა ჩვენ სკოლაში“ ფარგლებში, სადაც ხალას საჯარო სკოლამ გაიმარჯვა და სათბურისთვის დაფინანსება მოიპოვა.
ინიციატივა დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ, რომელისაც ახორციელებს მომავლის ფერმერი ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე.