საზაფხულო-საშემოდგომო კლიმატური ცვლილებების გავლენა მეცხოველეობის ფერმებში - TOT აგრარული ექსტენციის სპეციალისტებისთვის
 04/06/2024

"მომავლის ფერმერმა" აგრარული ექსტენციის სპეციალისტებისთვის ტრენერთა ტრენინგი / TOT ჩაატარა.

კლიმატური ცვლილებების გავლენა მეცხოველეობის ფერმებსა და საკვები სავარგულების რაციონალური გამოყენება ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით, - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა  “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” ლექტორებმა, ვეტერინარმა ნატო ფერაძემ და აგრარული მეცნიერებების მაგისტრმა, ნიკა ჯაფიაშვილმა.

ტრენინგის შედეგად გადამზადდნენ სპეციალისტები კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან.

გადამზადებული ექსტენციონისტები სამიზნე მუნიციპალიტეტებში კლიმატთან ადაპტირებული მიდგომების გათვალისწინებით ფერმერებისთვის სეზონების და აქტუალობის მიხედვით რეგულარულ ტრენინგებს ატარებენ და ახლებური მიდგომებით რეკომენდაციებს გასცემენ.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით,  პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.