"მომავლის ფერმერის" ორგანიზებით, აგრარული ექსტენციის სპეციალისტებმა ფერმერებისთვის ტრენინგები ჩაატარეს კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის საკითხებზე ზაფხულისა და შემოდგომის სეზონების გათვალისწინებით.
ტრენინგები ჩატარდა დედოფლისწყაროში, ახმეტაში, ამბროლაურში, ჭიათურაში, ახალქალაქში, ხობში, წალკასა და მარნეულში ადგილობრივი მეცხოველე ფერმერებისთვის. მათ მიეწოდათ ინფორმაცია, თუ რა გავლენა აქვს კლიმატურ ცვლილებებს მეცხოველეობის ფერმებში და როგორ უნდა გამოიყენონ საკვები სავარგულები რაციონალურად ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ექსტენციის სპეციალისტები „მომავლის ფერმერის“ ხელშეწყობით კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობის თემებზე შვეიცარიელმა და ქართველმა სპეციალისტებმა გადაამზადეს, რაც შედეგზე ორიენტირებული რეკომენდაციების და კონსულტაციების გაცემაში ეხმარებათ.
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება მერსი ქორის კავკასიის ალიანსების პროგრამა 2 შვეიცარიის განვითარების სააგენტოს(SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს(ADC) და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის “კლიმატთან ადაპტირებული მეცხოველეობა” ფარგლებში.