ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარულ მიმართულებაზე სასათბურე მეურნეობა განახლდა და თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღიჭურვა.
სასათბურე მეურნეობაში სტუდენტებს უკვე საშუალება აქვთ პრაქტიკული კომპონენტი თანამედროვე კომპიუტერული პროგრამით, მცენარეთა წვეთოვანი მორწყვის, ფერტიგაციის და მიკროკლიმატის კონტროლის ტექნოლოგიების მართვით შეასრულონ.
400 კვ.მ-იანი სასათბურე მეურნეობის მოდერნიზება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და „მომავლის ფერმერის“ ჩართულობით განხორციელდა.