სტუდენტური სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ბსუ-ს 3 სტუდენტი აშშ-ში გაემგზავრება
 13/06/2024


კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების სოფლის მეურნეობის დარგებით დაინტერესების მიზნით მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი: 2024 წლის ივლისში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის 3 სტუდენტი სრული დაფინანსებით გაემგზავრება ტექსასის Prairie View A&M უნივერსიტეტში საზაფხულო სტაჟირების პროგრამაზე.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ სამი კვირის განმავლობაში მონაწილეობა მიიღონ უნივერსიტეტის აქტივობებში, ჩაერთონ საზაფხულო ბანაკში და გაეცნონ უნივერსიტეტის კვლევით მიმართულებას.

კონკურსის ფარგლებში, რამდენიმეეტაპიანი შერჩევის შედეგად, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ შეირჩა პროგრამის შემდეგი სამი მონაწილე:

ლუკა ნინიძე
გიორგი კილასონია
მერი წილოსანი

წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს და საქართველოში დაბრუნების შემდეგ ველოდებით მათგან სიახლეებსა და საინტერესო ინიციატივებს.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".