13-17 მაისს ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრს აჭარაში სტუმრობდა საერთაშორისო ექსპერტი - ლიზა ლოქსმანი, რომლის მონაწილეობით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება და აქტივობა რეგიონის ახალგაზრდების ჩართულობით. კერძოდ, აგრარული ექსტენციის ცენტრის ბაზაზე ჩატარდა აჭარის სკოლის მოსწავლეების ტრენინგი / ვორქშოფი, რის საფუძველზეც გამოვლინდა 5 ახალი სკოლა, რომლებიც ჩაერთვებიან სასკოლო აგრო კლუბების სისტემაში. ასევე, ექსტენციის ექსპერტი სტუმრობდა ბათუმის #28 და ხალას საჯარო სკოლებს, ადგილზე გაეცნო საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სასათბურე აქტივობებს და დისკუსიები გამართა სკოლის მოსწავლეებთან.
ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა მიმდინარე წლის ზაფხულში განსახორციელებელი ახალგაზრდული აქტივობები და აგრარული ექსტენციის ცენტრის მომდევნო 6 თვის სამოქმედო გეგმა.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".