შეხვედრა სამეგრელოსა და გურიის საჯარო სკოლებთან
 20/06/2024


19 ივნისს, სენაკში, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ბაზაზე გაიმართა გაერთიანებული შეხვედრა აგროკლუბის შექმნით დაინტერესებული სკოლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდა გურიისა და სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტიტის 30-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორები.

პროექტის გუნდმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს აგროკლუბის კონცეფცია, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საინტერესო ინიციატივები და უპასუხეს აუდიტორიის კითხვებს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბსუ-ს ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელი და აჭარის წარმატებული აგროკლუბების წარმომადგენელი მოსწავლეები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი აგროკლუბების ჩამოყალიბების მხარდაჭერა აჭარის რეგიონის მიღმა, მიმდინარე წელს დამატებით 30-ზე მეტი აგროკლუბები ჩამოყალიბდება სამეგრელოსა და გურიის რეგიონის საჯარო სკოლებში, რომლის მონაწილეებიც უკვე აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის აქტივობებში.

აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".