ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ვებგვერდი შეიქმნა
 25/03/2024


აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებითა და "მომავლის ფერმერის" ჩართულობით ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრის ვებგვერდი extension.bsu.ge შეიქმნა, რომლის მიზანია ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობების, ღონისძიებების, ცენტრის სერვისებისა და რესურსების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ასევე, რეგიონში არსებულ დარგის სპეციალისტებთან გამარტივებული კომუნიკაცია.

ვებგვერდი სამართავად გადაეცა ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრს.

შეგახსენებთ, ბსუ-ს აგრარული ექსტენციის ცენტრი ოფიციალურად 2023 წლის 24 აპრილს გაიხსნა. მის შექმნას წინ უძღოდა სახელმწიფო ინსტიტუციების, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების მხრიდან საუნივერსიტეტო ექსტენციის გაძლიერების ინიციატივები, სპეციალური ვიზიტი აშშ-ში და ორწლიანი აქტიური მუშაობა. ცენტრი აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და "მომავლის ფერმერის" მხარდაჭერით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა.