აჭარის მეკალმახე ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა
 22/08/2024

 

20 აგვისტოს აჭარის მეკალმახე ფერმერებისთვის ჩატარდა ერთ დღიანი ტრენინგი, თემაზე: საკალმახე მეურნეობის მართვის ფინანსური ასპექტები.

ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ფერმის ეფექტურად მართვისათვის საჭირო ყოველდღიური ჩანაწერების წარმოებისა და ფინანსურის ანგარიშგების პრინციპების შესახებ. მათ გადაეცათ აიდაჰოს უნივერსიტეტის ექსპერტების მიერ მომზადებული მასალები და ცხრილები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური ოპერაციების მონიტორინგისა და საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით.

მონაწილე ფერმერებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ და ახორციელებს "მომავლის ფერმერი".