საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლები ვაშინგტონის და ანკარას ოფისიდან: რიშან ჩაუდრი და ბენჯამინ კაირნი, რომლებმაც, 23 სექტემბერს, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს USDA-ისა და "მომავლის ფერმერის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გახსნილი სათბურები აჭარის საჯარო სკოლებში.
სტუმრები შეხვდნენ პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებული სასკოლო აგროკლუბების წევრებს, გაეცნენ მათ მიმდინარე აქტივობებს და სამომავლო გეგმებს.