17-20 სექტემბერს "მომავლის ფერმერმა" USDA-ის მხარდაჭერით თელავში სტუდენტურ აგრობანაკს უმასპინძლა. საქართველოს 4 რეგიონის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ კახეთის წარმატებული საწარმოები და მონაწილეობა მიეღოთ ღვინის, ყველის, ჩურჩხელის მასტერკლასებში.
ასევე, აგრო ბანაკის ფარგლებში აშშ-დან სპეციალური ვიზიტით მყოფმა განათლების საერთაშორისო ექსპერტმა, ლიზა ლოქსმანმა სტუდენტებისთვის ჩაატარა სამუშაო შეხვედრები. ბანაკის მონაწილეებმა ლიზა ლოქსმანთან ერთად იმსჯელეს სტუდენტების საჭიროებებსა და გამოწვევებზე და კონკრეტული გადაწყვეტის მექანიზმებიც შეიმუშავეს.
დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა, სადაც სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი სამოქმედო გეგმას წარადგენს.