"მომავლის ფერმერი" ვაშინგტონში გამართულ სოფლის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის AIARD-ის შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა და ამავდროულად, ორგანიზაციის წევრი გახდა. ღონისძიების პანელურ დისკუსიაში ჩართული გახლდათ ორგანიზაციის თავმჯდომარე.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობაში ჩართულ ახალგაზრდა პროფესიონალებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს ჰქონდეთ წვდომა აშშ-ის საგანმანათლებლო პროექტებზე, სამეცნიერო და კვლევით გრანტებზე.
![]() |
![]() |
![]() |
AIARD არის აშშ-ში დაფუძნებული პროფესიონალთა გაერთიანება, რომელიც ემსახურება სურსათის უსაფრთხოების გლობალურ გაუმჯობესებას მდგრადი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშეწყობით. ასოციაციის ძირითადი მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარება და ხელშეწყობა. ის აერთიანებს სპეციალისტებს სახელმწიფო ინსტიტუტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, აკადემიური და კერძო სექტორებიდან.
![]() |
|