„მომავლის ფერმერმა“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით და აიდაჰოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით მიმდინარე წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში აკვაკულტურის სექტორის კვლევა ჩააატარა.
კვლევამ მოიცვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი მცირე, საშუალო და მსხვილი აკვაკულტურის მეურნეობები. საველე სამუშაოები ჩატარდა რვა რეგიონში: კახეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და ქვემო ქართლში.
 |
|
კვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციისა და ანალიზის დოკუმენტის შემუშავება. კვლევა მოიცავს მეურნეობების ზოგადი მდგომარეობის, წარმოების მასშტაბისა და კომერციული მიმართულების შესწავლას, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების დონის დადგენას, დასაქმებისა და შემოსავლების, აგრეთვე, მეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას. ცალკე გაანალიზდება დარგობრივი საკითხები, მათ შორის, თევზის დაავადებებთან დაკავშირებული გამოწვევები, ასევე, გამოვლინდება ფერმერების ძირითადი პრობლემები და გამოწვევები. „მომავლის ფერმერი“ ამჟამად კვლევის ანგარიშზე მუშაობს, რომელიც მალე გახდება ხელმისაწვდომი.
