კანადელი ექსპერტი საქართველოში ბიომეურნეობების განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს
 12/06/2013
„მოფერს“ სტუმრობდა კანადელი ექპერტი ბიომეურნეობების საკითხებში ჩარლზ მიტჩელი. მან ამ დროის განმავლობაში ჩაატარა საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგები როგორც ფერმერებისთვის, ისე ვეტექიმებისა და უშუალოდ, მასპინძელი ორგანიზაციისთვის. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ბიომეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა. ჩარლზ მიტჩ ელი 1990-იანი წლებიდან მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიომეურნეობების განვითარების კუთხით და ითვლება ერთ-ერთ კვალიფიციურ ინსპექტორად. ის ამავე დროს ეწევა ფერმერულ საქმიანობას კანადაში. ის საქართველოში პირველად იმყოფებოდა. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა მიტჩელი საკუთარ ქვეყანაში, რას ფიქრობს ის საქართველოში ორგანული მეურნეობების განვითარების კუთხით, რა პრობლემები დაინახა და რა რეკომენდაციებს აძლევს ქართველ ფერმერებს, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოდან გამგზავრების წინ მიტჩელთან ინტერვიუ ჩავწერეთ. ჩარლზ მიტჩელი: „საქართველო პირველად ვარ და შევეცადე მის კუთხეებს გავცნობოდი, გასაოცარი ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, რომ არის მსოფლიოს ულამაზესი ნაწილი. საოცარი ხალხი, კერძები... გამოცდილი მოგზაური ვარ და ძალიან ვისიამოვნე აქ გატარებული სამი კვირით. ძალიან მომეწონა ის, რომ საქართველოში დანაშაულის ძალიან დაბალი დონეა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მიწევს ხოლმე მუშაობა. ვურჩევ სხვებსაც ესტუმრონ საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ მომიწევს აქ დაბრუნება. თქვენ საქართველოში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა კუთხის ფერმერებს შეხვდით, გაეცანით მათი საქმიანობის სპეციფიკას, პრობლემებს, რას ფიქრობთ რა გზა აქვს გასავლელი ქართველ ფერმერს, რომ ბიოფერმერად ჩამოყალიბდეს. ანუ რა მდგომარეობაა ბიომეურნეობების კუთხით საქართველოში, როგორია თქვენეული აღქმა? სად ხედავთ მთავარ პრობლემას და შესაბამისად, გამოსავალს? ჩარლზ მიტჩელი: ორგანულ მეურნეობას გააჩნია სამი ასპექტი. მსოფლიოში ძალიან ბევრი ფერმერია, რომელიც ცდილობს ქიმიკატების გამოყენების შემცირებას მოსვლის მოყვანისას და საქონელში. ისინი არ წარმოადგენენ ფერმებს, სადაც ქიმიკატების გამოყენება მთლიანად ამოღებულია, მაგრამ ცდილობენ მათი გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას. აგრეთვე არსებობენ ფერმერები, რომლებიც თავიანთ მეურნეობაში საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და ფერმერების მესამე ტიპია, ფერმერები, რომლებიც აგრეთვე საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და სერთიფიცირებულები არიან ორგანული მასერთიფიცირებელი დაწესებულების მიერ. ორგანული სერთიფიკატი სჭირდებათ იმ ფერმერებს, რომელთაც დიდი საბითუმო ბიზნესი აქვთ. ყიდიან ბოსტნეულს სუპერმარკეტების დიდ ქსელზე ან გააქვთ საექსპორტოდ საზღვარგარეთ, მაგალითად, როგორიცაა ქართული ორგანული ღვინო, რომელიც ევროპის ქვეყნებში გადის. ძალიან ბევრი ფერმერი იყენებს დაბალი შემცველობის ქიმიკატებს მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაში, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის უფრო იაფია ვიდრე ქიმიური სასუქების შეძენა, ჰერბიციდები ან ცხოველების მედიკამენტები. ქართველი ფერმერების უმრავლესობა საქონელს ადგილობრივ ბაზარზე ასაღებს. საქართველო ახორციელებს საკვების იმპორტირებას საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და არსებობს ადგილობრივი წარმოების გაზრდის ძალიან კარგი პოტენციალი. ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა არ იწყება ფერმერების მიერ ორგანული საკვების წარმოებით ან საქართველოს მთვრობის მიერ ორგანული საკვების წარმოების მოთხოვნით. ორგანული საკვებით ვაჭრობა იწყება ინფორმირებული საზოგადოებით, რომელსაც სურს ორგანული საკვების შეძენა, რადგან ის უფრო ჯანსაღია მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს ასე ხდება ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. პირველად იწყება კლიენტების მიერ ჯანსაღი საკვების მოთხოვნა, ხოლო ამის შემდეგ ფერმერები იწყებენ ორგანული საკვების წარმოებას. მთავრობა, არაკომერციული ადგილობრივი ორგანიზაციები და ბიზნესები იწყებენ დახმარების გაწევას. ეს გრძელი გზაა. დღეს საქართველო იმ ნიშნულზეა, რომელზეც ევროპა და ამერიკა 1980-90-იან წლებში იმყოფებოდა. მთავარ დაბრკოლებას საქართველოში დღეს წარმოადგენს ის, რომ ორგანულ საკვებზე მოთხოვნა დაბალია და ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ოდნავ მეტი თანხა ორგანულ საკვებში. თუმცა საქართველოში ეკონომიკა ვითარდება, იზრდება საშუალო და ზედა საშუალო ფენა, რომელიც წარმოადგენს იმ პოტენციურ ჯგუფს, რომელიც შეიძენს ორგანულ პროდუქციას მომავალში. თუ იქნება მოთხოვნა, ფერმერებსაც გაუჩნდებათ ორგანული საკვების წარმოების სურვილი. კიდევ ერთი დიდი გამოწვევა ორგანული პროდუქციით ვაჭრობის წინაშე არის ის, რომ კლიენტი, რომელიც უფრო მეტ თანხას იხდის ორგანულ პროდუქციაში, დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ის ყიდულობს ნამდვილად ბიოპროდუქტს, რომელშიც ნაკლები რაოდენობის ქიმიკატებია გამოყენებული ან საერთოდ არ არის. ეს გამოწვევას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ორგანული პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი მაღალია. სერთიფიკატმა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მარკირება, უნდა დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ პროდუქტი ნამდვილად დამზადებულია აღიარებული ორგანული სტანდარტის შესაბამისად. სწორედ აქ აკისრია მნიშვნელოვანი როლი მთავრობას. უფრო მეტი ტექნიკური ტრეინინგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქართველი ფერმერებისთვის, რომ აწარმოონ ხარისხიანი ორგანული პროდუქტები. ორგანულ საკვებს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მაღალი ხარისხი, რომ კონკურენტუნარიანი, თორემ მას არ შეიძენენ. თქვენ ხართ ორგანული საკვების მწარმოებელი ფერმერი. თქვენ აგრეთვე გიმუშავიათ აშშ-ს მთავრობის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. მოგვიყევით ამერიკელ და კანადელ ფერმერების შესახებ, რომლებმაც გაიარეს ეს პროცესი. ჩარლზ მიტჩელი: როგორც მოგახსენეთ, ზემოთ ნახსენები ციკლი იწყება მაშინ, როცა ჩნდება კლიენტის მოთხოვნა შეიძინოს უფრო ჯანსაღი საკვები. ევროპასა და ჩრდ.ამერიკაში ცნობიერება ჯანმრთელობის არასასურველი მდგომარეობის, მაგალითად კიბოს შესახებ, დაიწყო 1970-იან წლებში. მაგრამ ორგანული საკვების პოპულარობა 1990-იან წლებში დაიწყო. ამჟამად ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ეს გასაოცარი ციფრებია. ფერმერები კი მოქმედებენ მოთხოვნის შესაბამისად. ის, რასაც ფერმერები დასაწყისში აკეთებდნენ იყო ის, რომ ქონდათ პატარა ბაზრები, სადაც ორგანულ პროდუქციას პირდაპირ კლიენტებზე ყიდდნენ და ეს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირების საშუალებას ორგანული საკვების უპირატესობების შესახებ. პირდაპირი საცალო ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანული საკვების რეკლამირებაში. მე ვხედავ, რომ ეს პროცესი წარმატებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მე ვასრულებ ორგანულ პროდუქტებთან დაკავშირებული სამუშაოს უმეტეს ნაწილს. აგრეთვე, სათანადო მეთოდს წარმოადგენს, როცა მცირე ზომის ფერმერები პროდუქციას ყიდიან საცალოდ და არა ბითუმად. პირდაპირი გაყიდვებით უფრო მეტი ფული ხვდება პირდაპირ ფერმერის ჯიბეში, ხოლო ბითუმად ვაჭრობისას კი ის ძალიან დაბალ ფასს იღებს. საცალო გაყიდვების დიდი უარყოფითი მხარეა ის დრო, რომელიც საჭიროა საქონლის თითოეული კლიენტისთვის მისაყიდად. თითოეული მოქმედება საჭიროებს იმის განსაზღვრას, რა ჯობს რომ გაკეთდეს - განხორციელდეს ბითუმად გაყიდვა, საცალოდ გაყიდვა თუ მოხდეს მათი კომბინირება. უნდა ვთქვა, რომ ორგანული მარცვლეულის, ხილის და ბოსტნეულის წარმოება უფრო მარტივია, ვიდრე მესაქონლეობის პროდუქტებისა, როგორიცაა ხორცი, ყველი და რძე. თავდაპირველად, ორგანული ბაზრების წარმოშობისას სწორედ ეს ორგანული მცენარეები უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ. შემდეგ მას მოყვა მესაქონლეობის ორგანული პროდუქტები. ფერმერები ხშირად აღნიშნავენ, რომ რომც მოინდომონ ბიოპროდუქტის წარმოება, მათ არ აქვთ შესაბამისი ხელშეწყობა, პირიქით, ძალიან ბევრი ბარიერი ხვდებათ, როგორც საკანონმდებლო, ისე ფინანსურ საკითხებში. ასევე, აღნიშნავენ, რომ ბიოსერთიფიკატის მოპოვება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მათ შემოსავლებზე არ არის მორგებული. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს ქვეყანაში. ჩარლზ მიტჩელი: საქართველოში აღინიშნება მთავრობის როლის სიმცირე ფერმერებისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევაში. როცა საქართველო გაიაზრებს უფრო მეტი საკვებ პროდუქტების წარმოების აუცილებლობას, უფრო მეტი რესურსი წავა ფერმერების მიმართულებით. საკვები მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია ქვეყანაში და საკვები საშუალებებით თვით-უზრუნველყოფა არის უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყანა, რომელსაც საკვები პროდუქტების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოაქვს, ბევრად უფრო დაუცველია. ორგანული სერთიფიცირება შეიძლება განსაკუთრებით ძვირი იქნეს, განსაკუთრებით როცა ბევრი ფერმა არ არის სერთიფიცირებული. მასერთიფიცირებელი ორგანოსთვის უფრო ძნელია იმ რეგიონში მუშაობა, სადაც ცოტა ფერმაა, ვიდრე იმ რეგიონში, სადაც ბევრი ფერმაა. სერთიფიცირება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო იაფია ლათინური ამერიკასა და საქართველოსთან შედარებით, სადაც ფერმების ცოტა რაოდენობაა. ამ რეგიონებში არსებობს ე.წ. ორგანული წესები, რომლებიც იძლევა ჯგუფური სერთიფიცირების შესაძლებლობას. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ორგანული ყავის დიდი ნაწილი მოყავთ ჯგუფური სერთიფიკატის ქვეშ გაერთიანებულ 30 მცირე ფერმერას. ამ ფერმერებმა იპოვეს დამფინანსებელი ორგანო, კერძოდ ეკლესია, რომელიც ეხმარებოდა სერთიფიცირების გადასახადის გადახდაში. დღეს ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, რომ ბიომეურნეობის განვითარებას განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს, იწერება გარკვეული სტრატეგიაც... რას ფიქრობთ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი? ჩარლზ მიტჩელი: მე ვნახე ციფრები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 70% ფერმერია. არ ვარ დარწმუნებული ამ ციფრების სიზუსტეში, მაგრამ ფერმერობა მეტად მნიშვნელოვან ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში და საჭიროებს მთავრობის სრულ მხარდაჭერას. სოფლებს სჭირდებათ ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ მოსახლეობამ არ დატოვოს ეს ადგილები და არ გადასახლდნენ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში. საქართველოსთვის აუცილებელია სოფლების დახმარება, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერი, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებას, დაუცველი ერია. საქართველომ უნდა გადახედოს სხვა მსგავსი ქვეყნების კანონებსა და კანონმდებლობას, რომლებმაც დაიწყეს საკვების უსაფრთხოებაზე მუშაობა. უნივერსიტეტებმა თავიანთ სასწავლო გეგმაში უნდა ჩართონ „მდგრადი სოფლის მეურნეობა“. მთავრობამ უნდა ჩაატაროს მარცვლეულსა და მესაქონლეობის წარმოების სფეროს კვლევა მის სპეციფიურ კლიმატურ პირობებში. შეიძლება, რომ საქართველომ დადოს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ მეზობელ ქვეყნებთან მდგრადი აგრარული წარმოებისა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველა ქვეყნისთვის ცნობილია საკვების უსაფრთხოების საკითხები. წიაღისეული საწვავი, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, ამოწურვად რესურსს წარმოადგენს (ერთ დღეს ის ამოიწურება ან მწვავედ შეიზღუდება) და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საკვების წარმოება იმგვარად, რომ სრულად არ იყოს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე. რას იტყვით კერძო სექტორის მხრიდან აქტიურობაზე, როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში კი ორი-სამი ორგანიზაცია... ჩარლზ მიტჩელი: მათ, როგორც ადრე ვახსენე, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ფერმერების მხარდაჭერაში, როცა მომხმარებლების მოთხოვნა საკმარისია იმისთვის, რომ ფერმერებმა დაასკვნან, რომ მათ შეიძლება ნახონ მოგება, თუ დაიწყებენ ორგანული საკვების წარმოებას. ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში კერძო სექტორი და არასამთავროები მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ ფერმერებს, მანამ სანამ მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მის მოსახლეობას სჭირდებოდა უფრო სუფთა საკვები. არასამთავრობო ორგანიზაციები მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომხმარებლის ინფორმირება-განათლების სფეროში. ისეთი ჯგუფები, როგორიცაა „ელკანა“, ასევე, თქვენი ორგანიზაცია, მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად საგანმანათლებო ინიციატივების გამოყენებით.

„მოფერს" სტუმრობდა კანადელი ექსპერტი ბიომეურნეობების საკითხებში ჩარლზ მიტჩელი. მან ამ დროის განმავლობაში ჩაატარა საკმაოდ ნაყოფიერი ტრენინგები როგორც ფერმერებისთვის, ისე ვეტექიმებისა და უშუალოდ, მასპინძელი ორგანიზაციისთვის. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში ბიომეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა.

ჩარლზ მიტჩელი 1990-იანი წლებიდან მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიომეურნეობების განვითარების კუთხით და ითვლება ერთ-ერთ კვალიფიციურ ინსპექტორად. ის ამავე დროს ეწევა ფერმერულ საქმიანობას კანადაში. ის საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა მიტჩელი საკუთარ ქვეყანაში, რას ფიქრობს ის საქართველოში ორგანული მეურნეობების განვითარების კუთხით, რა პრობლემები დაინახა და რა რეკომენდაციებს აძლევს ქართველ ფერმერებს, ამ და სხვა საკითხებზე საქართველოდან გამგზავრების წინ მიტჩელთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ჩარლზ მიტჩელი: „საქართველო პირველად ვარ და შევეცადე მის კუთხეებს გავცნობოდი, გასაოცარი ქვეყანაა. შეიძლება ითქვას, რომ არის მსოფლიოს ულამაზესი ნაწილი. საოცარი ხალხი, კერძები... გამოცდილი მოგზაური ვარ და ძალიან ვისიამოვნე აქ გატარებული სამი კვირით. ძალიან მომეწონა ის, რომ საქართველოში დანაშაულის ძალიან დაბალი დონეა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მიწევს ხოლმე მუშაობა. ვურჩევ სხვებსაც ესტუმრონ საქართველოს და ვიმედოვნებ, რომ მომიწევს აქ დაბრუნება.

თქვენ საქართველოში ყოფნის პერიოდში სხვადასხვა კუთხის ფერმერებს შეხვდით, გაეცანით მათი საქმიანობის სპეციფიკას, პრობლემებს, რას ფიქრობთ რა გზა აქვს გასავლელი ქართველ ფერმერს, რომ ბიოფერმერად ჩამოყალიბდეს. ანუ რა მდგომარეობაა ბიომეურნეობების კუთხით საქართველოში, როგორია თქვენეული აღქმა? სად ხედავთ მთავარ პრობლემას და შესაბამისად, გამოსავალს?

ჩარლზ მიტჩელი: ორგანულ მეურნეობას გააჩნია სამი ასპექტი. მსოფლიოში ძალიან ბევრი ფერმერია, რომელიც ცდილობს ქიმიკატების გამოყენების შემცირებას მოსვლის მოყვანისას და საქონელში. ისინი არ წარმოადგენენ ფერმებს, სადაც ქიმიკატების გამოყენება მთლიანად ამოღებულია, მაგრამ ცდილობენ მათი გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას. აგრეთვე არსებობენ ფერმერები, რომლებიც თავიანთ მეურნეობაში საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და ფერმერების მესამე ტიპია, ფერმერები, რომლებიც აგრეთვე საერთოდ არ იყენებენ ქიმიკატებს და სერთიფიცირებულები არიან ორგანული მასერთიფიცირებელი დაწესებულების მიერ. ორგანული სერთიფიკატი სჭირდებათ იმ ფერმერებს, რომელთაც დიდი საბითუმო ბიზნესი აქვთ. ყიდიან ბოსტნეულს სუპერმარკეტების დიდ ქსელზე ან გააქვთ საექსპორტოდ საზღვარგარეთ, მაგალითად, როგორიცაა ქართული ორგანული ღვინო, რომელიც ევროპის ქვეყნებში გადის. ძალიან ბევრი ფერმერი იყენებს დაბალი შემცველობის ქიმიკატებს მცენარეების მოყვანასა და მეცხოველეობაში, რადგან ხშირ შემთხვევაში, ის უფრო იაფია ვიდრე ქიმიური სასუქების შეძენა, ჰერბიციდები ან ცხოველების მედიკამენტები. ქართველი ფერმერების უმრავლესობა საქონელს ადგილობრივ ბაზარზე ასაღებს. საქართველო ახორციელებს საკვების იმპორტირებას საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და არსებობს ადგილობრივი წარმოების გაზრდის ძალიან კარგი პოტენციალი. ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა არ იწყება ფერმერების მიერ ორგანული საკვების წარმოებით ან საქართველოს მთვრობის მიერ ორგანული საკვების წარმოების მოთხოვნით. ორგანული საკვებით ვაჭრობა იწყება ინფორმირებული საზოგადოებით, რომელსაც სურს ორგანული საკვების შეძენა, რადგან ის უფრო ჯანსაღია მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს ასე ხდება ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში. პირველად იწყება კლიენტების მიერ ჯანსაღი საკვების მოთხოვნა, ხოლო ამის შემდეგ ფერმერები იწყებენ ორგანული საკვების წარმოებას. მთავრობა, არაკომერციული ადგილობრივი ორგანიზაციები და ბიზნესები იწყებენ დახმარების გაწევას. ეს გრძელი გზაა. დღეს საქართველო იმ ნიშნულზეა, რომელზეც ევროპა და ამერიკა 1980-90-იან წლებში იმყოფებოდა. მთავარ დაბრკოლებას საქართველოში დღეს წარმოადგენს ის, რომ ორგანულ საკვებზე მოთხოვნა დაბალია და ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან გადაიხადონ ოდნავ მეტი თანხა ორგანულ საკვებში. თუმცა საქართველოში ეკონომიკა ვითარდება, იზრდება საშუალო და ზედა საშუალო ფენა, რომელიც წარმოადგენს იმ პოტენციურ ჯგუფს, რომელიც შეიძენს ორგანულ პროდუქციას მომავალში. თუ იქნება მოთხოვნა, ფერმერებსაც გაუჩნდებათ ორგანული საკვების წარმოების სურვილი.

კიდევ ერთი დიდი გამოწვევა ორგანული პროდუქციით ვაჭრობის წინაშე არის ის, რომ კლიენტი, რომელიც უფრო მეტ თანხას იხდის ორგანულ პროდუქციაში, დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ის ყიდულობს ნამდვილად ბიოპროდუქტს, რომელშიც ნაკლები რაოდენობის ქიმიკატებია გამოყენებული ან საერთოდ არ არის. ეს გამოწვევას წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვისაც, სადაც ორგანული პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი მაღალია. სერთიფიკატმა, რომელსაც გააჩნია შესაბამისი მარკირება, უნდა დაარწმუნოს ისინი იმაში, რომ პროდუქტი ნამდვილად დამზადებულია აღიარებული ორგანული სტანდარტის შესაბამისად. სწორედ აქ აკისრია მნიშვნელოვანი როლი მთავრობას. უფრო მეტი ტექნიკური ტრეინინგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქართველი ფერმერებისთვის, რომ აწარმოონ ხარისხიანი ორგანული პროდუქტები. ორგანულ საკვებს აუცილებლად უნდა გააჩნდეს მაღალი ხარისხი, რომ კონკურენტუნარიანი, თორემ მას არ შეიძენენ.

თქვენ ხართ ორგანული საკვების მწარმოებელი ფერმერი. თქვენ აგრეთვე გიმუშავიათ აშშ-ს მთავრობის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში. მოგვიყევით ამერიკელ და კანადელ ფერმერების შესახებ, რომლებმაც გაიარეს ეს პროცესი.

ჩარლზ მიტჩელი: როგორც მოგახსენეთ, ზემოთ ნახსენები ციკლი იწყება მაშინ, როცა ჩნდება კლიენტის მოთხოვნა შეიძინოს უფრო ჯანსაღი საკვები. ევროპასა და ჩრდ.ამერიკაში ცნობიერება ჯანმრთელობის არასასურველი მდგომარეობის, მაგალითად კიბოს შესახებ, დაიწყო 1970-იან წლებში. მაგრამ ორგანული საკვების პოპულარობა 1990-იან წლებში დაიწყო. ამჟამად ორგანული პროდუქტებით ვაჭრობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ეს გასაოცარი ციფრებია. ფერმერები კი მოქმედებენ მოთხოვნის შესაბამისად. ის, რასაც ფერმერები დასაწყისში აკეთებდნენ იყო ის, რომ ქონდათ პატარა ბაზრები, სადაც ორგანულ პროდუქციას პირდაპირ კლიენტებზე ყიდდნენ და ეს წარმოადგენდა საზოგადოების ინფორმირების საშუალებას ორგანული საკვების უპირატესობების შესახებ. პირდაპირი საცალო ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანული საკვების რეკლამირებაში. მე ვხედავ, რომ ეს პროცესი წარმატებულია ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მე ვასრულებ ორგანულ პროდუქტებთან დაკავშირებული სამუშაოს უმეტეს ნაწილს. აგრეთვე, სათანადო მეთოდს წარმოადგენს, როცა მცირე ზომის ფერმერები პროდუქციას ყიდიან საცალოდ და არა ბითუმად. პირდაპირი გაყიდვებით უფრო მეტი ფული ხვდება პირდაპირ ფერმერის ჯიბეში, ხოლო ბითუმად ვაჭრობისას კი ის ძალიან დაბალ ფასს იღებს. საცალო გაყიდვების დიდი უარყოფითი მხარეა ის დრო, რომელიც საჭიროა საქონლის თითოეული კლიენტისთვის მისაყიდად. თითოეული მოქმედება საჭიროებს იმის განსაზღვრას, რა ჯობს რომ გაკეთდეს - განხორციელდეს ბითუმად გაყიდვა, საცალოდ გაყიდვა თუ მოხდეს მათი კომბინირება. უნდა ვთქვა, რომ ორგანული მარცვლეულის, ხილის და ბოსტნეულის წარმოება უფრო მარტივია, ვიდრე მესაქონლეობის პროდუქტებისა, როგორიცაა ხორცი, ყველი და რძე. თავდაპირველად, ორგანული ბაზრების წარმოშობისას სწორედ ეს ორგანული მცენარეები უფრო ხელმისაწვდომი გახლდათ. შემდეგ მას მოყვა მესაქონლეობის ორგანული პროდუქტები.

ფერმერები ხშირად აღნიშნავენ, რომ რომც მოინდომონ ბიოპროდუქტის წარმოება, მათ არ აქვთ შესაბამისი ხელშეწყობა, პირიქით, ძალიან ბევრი ბარიერი ხვდებათ, როგორც საკანონმდებლო, ისე ფინანსურ საკითხებში. ასევე, აღნიშნავენ, რომ ბიოსერთიფიკატის მოპოვება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მათ შემოსავლებზე არ არის მორგებული. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს ქვეყანაში?

ჩარლზ მიტჩელი: საქართველოში აღინიშნება მთავრობის როლის სიმცირე ფერმერებისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევაში. როცა საქართველო გაიაზრებს უფრო მეტი საკვებ პროდუქტების წარმოების აუცილებლობას, უფრო მეტი რესურსი წავა ფერმერების მიმართულებით.

საკვები მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია ქვეყანაში და საკვები საშუალებებით თვით-უზრუნველყოფა არის უსაფრთხოების მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყანა, რომელსაც საკვები პროდუქტების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოაქვს, ბევრად უფრო დაუცველია. ორგანული სერთიფიცირება შეიძლება განსაკუთრებით ძვირი იქნეს, განსაკუთრებით როცა ბევრი ფერმა არ არის სერთიფიცირებული. მასერთიფიცირებელი ორგანოსთვის უფრო ძნელია იმ რეგიონში მუშაობა, სადაც ცოტა ფერმაა, ვიდრე იმ რეგიონში, სადაც ბევრი ფერმაა. სერთიფიცირება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში უფრო იაფია ლათინური ამერიკასა და საქართველოსთან შედარებით, სადაც ფერმების ცოტა რაოდენობაა. ამ რეგიონებში არსებობს ე.წ. ორგანული წესები, რომლებიც იძლევა ჯგუფური სერთიფიცირების შესაძლებლობას. მაგალითად, ლათინურ ამერიკაში ორგანული ყავის დიდი ნაწილი მოყავთ ჯგუფური სერთიფიკატის ქვეშ გაერთიანებულ 30 მცირე ფერმერას. ამ ფერმერებმა იპოვეს დამფინანსებელი ორგანო, კერძოდ ეკლესია, რომელიც ეხმარებოდა სერთიფიცირების გადასახადის გადახდაში.

დღეს ჩვენი ხელისუფლება საუბრობს, რომ ბიომეურნეობის განვითარებას განსაკუთრებულად შეუწყობს ხელს, იწერება გარკვეული სტრატეგიაც... რას ფიქრობთ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი?

ჩარლზ მიტჩელი: მე ვნახე ციფრები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის 70% ფერმერია. არ ვარ დარწმუნებული ამ ციფრების სიზუსტეში, მაგრამ ფერმერობა მეტად მნიშვნელოვან ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საქართველოში და საჭიროებს მთავრობის სრულ მხარდაჭერას. სოფლებს სჭირდებათ ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ მოსახლეობამ არ დატოვოს ეს ადგილები და არ გადასახლდნენ ქალაქებში ან სხვა ქვეყნებში. საქართველოსთვის აუცილებელია სოფლების დახმარება, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერი, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოკვებას, დაუცველი ერია. საქართველომ უნდა გადახედოს სხვა მსგავსი ქვეყნების კანონებსა და კანონმდებლობას, რომლებმაც დაიწყეს საკვების უსაფრთხოებაზე მუშაობა. უნივერსიტეტებმა თავიანთ სასწავლო გეგმაში უნდა ჩართონ „მდგრადი სოფლის მეურნეობა". მთავრობამ უნდა ჩაატაროს მარცვლეულსა და მესაქონლეობის წარმოების სფეროს კვლევა მის სპეციფიურ კლიმატურ პირობებში. შეიძლება, რომ საქართველომ დადოს შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ მეზობელ ქვეყნებთან მდგრადი აგრარული წარმოებისა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველა ქვეყნისთვის ცნობილია საკვების უსაფრთხოების საკითხები. წიაღისეული საწვავი, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ დათბობას, ამოწურვად რესურსს წარმოადგენს (ერთ დღეს ის ამოიწურება ან მწვავედ შეიზღუდება) და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საკვების წარმოება იმგვარად, რომ სრულად არ იყოს დამოკიდებული წიაღისეულ საწვავზე.

რას იტყვით კერძო სექტორის მხრიდან აქტიურობაზე, როგორც ვიცით, ამერიკის შეერთებულ შტატებში უამრავი ორგანიზაცია მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენს ქვეყანაში კი ორი-სამი ორგანიზაცია...

ჩარლზ მიტჩელი: მათ, როგორც ადრე ვახსენე, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ფერმერების მხარდაჭერაში, როცა მომხმარებლების მოთხოვნა საკმარისია იმისთვის, რომ ფერმერებმა დაასკვნან, რომ მათ შეიძლება ნახონ მოგება, თუ დაიწყებენ ორგანული საკვების წარმოებას. ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში კერძო სექტორი და არასამთავროები მხარს უჭერდნენ და ეხმარებოდნენ ფერმერებს, მანამ სანამ მთავრობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მის მოსახლეობას სჭირდებოდა უფრო სუფთა საკვები. არასამთავრობო ორგანიზაციები მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მომხმარებლის ინფორმირება-განათლების სფეროში. ისეთი ჯგუფები, როგორიცაა „ელკანა", ასევე, თქვენი ორგანიზაცია, მეტად მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად საგანმანათლებო ინიციატივების გამოყენებით.

 

რუსუდან გიგაშვილი